აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა.
აბაშიძეს ასევე დაეკისრა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ნოდარ იმნაძის ოჯახისთვის 100 ათასი, თენგიზ ასანიძისთვის კი, 30 ათასი ლარის გადახდა. აბაშიძის ცოლისძმას, აჭარის უშიშროების ყოფილ მინისტრს, სოსო გოგიტიძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. მისი დაცვის უფროსს დავით ხალვაშს კი, რომელიც თითქმის 2 წელია, უკვე პატიმრობაშია, თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიესაჯა.
გარდაცვალების გამო სასჯელისგან გათავისუფლდნენ ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე.
შეგახსენებთ, რომ ასლან აბაშიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სახელმწიფო ქონების მითვისების მუხლით 2004 წელს აღიძრა.