„ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ”- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.
„საკონსტიტუციოს ყველა დროის საუკეთესო მოსამართლემ მითხრა გუშინ “მოსამართლე თავის სათქმელს გადაწყვეტილებებში ამბობსო”, და ზუსტად ასეა.
ან მანტია გაიხადეთ, ან პოლიტიკური განცხადებები აკეთეთ. ეს რა უბედურებაა. სასამართლოს ეს ჯგუფი, ის ჯგუფი, პასუხი, პასუხის პასუხი, მერე კიდევ პასუხის პასუხი.
თუ რამე გაქვთ სათქმელი, თუ კონსტიტუციას და სამართლებრივ წესრიგს ემსახურებით კარი დახურეთ, მანტია ჩაიცვით და გადაწყვტილებებში თქვით თქვენი სათქმელი.
ისე ვერ დაგემშვიდობებით, სულ ნაცების არიანო ეგ ბოროტებიო და საკონსტიტუციო გადატრიალებას გვიწყობდა ყოფილი რეჟიმიო, წერილი დაწერილა გუშინ და რად უნდათ საკონსტიტუციო გადატრიალება, საკუთარ მაჟორიტარებს შეხედებთ, დაკვირვება და დიდი შრომა კი არ გინდათ, მხოლოდ სია გადაიკითხეთ სამხრეთიდან ჩრდილოეთით, დასავლეთიდან აღმოსავლეთით და გადატრიალება რად უნდა ნაცმოძრაობას, თავად ლანგარზე შემოდებულს აბრუნებთ“ – წერს თინა ხიდაშელი.