ახალი ამბები მთავარი სპორტი

ლიპარტელიანი: „მედალი არ არის ის, რისთვისაც ვიბრძოდი“

ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა რიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანმა გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“ოლიმპიური ჩემპიონობა მართლაც რომ განსაკუთრებით მსურდა. ეს იყო მიზანი, რომლის მისაღწევადაც ძალიან ბევრი ვიშრომე, ვიწვალე და რიოში მედალიც მოვიპოვე, მაგრამ ეს არაა ის, რისთვისაც ვიბრძოდი. ასევე ვხედავდი, თუ როგორ განიცდიდა წარუმატებლობას ავთანდილ ჭრიკიშვილი და მსურდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა. ბიჭებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ უნდა იჭიდაონ, წარმატებას ვუსურვებ, ასევე დიდი მადლობა გულშემატკივარს და ყველას ვინც მხარს მიჭერდა“, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

 

 

იტვირთბა....