ბრიუსელის მეხანძრე-მაშველების ოფიციალური წარმომადგენლის პიერ მეისის განცხადებით, თვითმფრინავებში ბომბების არსებობის შესახებ 112-ზე ზარი ბრიუსელის ერთ-ერთი საავადმყოფოდან შევიდა – „საუბარია, სავარაუდოდ, ცრუ შეტყობინებაზე“ .
მედიის ცნობით, მეისი განმარტავს, რომ 112 Belgocontrol-ს დაუკავშირდა, თუმცა, შემოწმებისას დადგინდა, რომ სატელეფონო შეტყობინებისას ნახსენები თვითმფრინავები უკვე აეროპორტებში იყო დაშვებული.
იქამდე, მედია წერდა, რომ ბრიუსელის აეროპორტისკენ მიემართებოდა ორი თვითმფრინავი, რომელზეც სავარაუდოდ ბომბები იყო. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.