რიოში მიმდინარე ოლიმპიადაზე დღეს საქართველოს სახელით სპორტის 4 სახეობაში 6 სპორტსმენი გამოვა:
მშვილდოსნობაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე გამოვლენ. ლობჟანიძე 1/32-ფინალში მექსიკელ ალეჰანდა ვალენსიას შეხვდება, ხოლო ესებუა – ინდოელ დეპიკა კუმარის.პირველი ინდივიდუალური შეჯიბრი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ძიუდოში საქართველოს სახელით 2 სპორტსმენი იჭიდავებს. დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი იმედი კი ვარლამ ლიპარტელიანია. ევროპის სამგზის ჩემპიონი 90 კგ. წონით კატეგორიაში გამოვა. ლიპარტელიანი პირველ წრეში დაისვენებს და შემდეგ ტაჯიკეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდება. საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი კი 70 კგ წონით კატეგორიაში მონღოლ ნარანჯანგალ ცენდ-აიუშს დაუპირისპირდება. შეჯიბრი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ტყვიის სროლაში სანდრო მაჭავარიანი გამოვა – შეჯიბრი 17:00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მაჭავარიანმა 29-ე ადგილი დაიკავა.
ფარიკაობაში კი სანდრო ბაზაძე იასპარეზებს, რომელიც 1/16-ფინალში ბრაზილიელ რენზო აგრესტას დაუპირისპირდება. ფარიკაობის შეჯიბრი თბილისის დროით 20:05 საათზე დაიწყება.