ახალი ამბები მთავარი

რა ხდება ბათუმში: ტურისტს ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს

სოციალურ ქსელის მომხმარებელი, ნათია ჯანჯღავა წერს, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს:
“ვინმემ იცით ამ კლუბის შესახებ? ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, უცხოეთის მოქალაქეს, მხოლოდ ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს!! როცა გაუჩნდა კითხვა, რატომ ახდევინებდნენ ამდენს, დაეხვია დაცვა და მოკვლით დაემუქრნენ! თავდაპირველად 700 ლარი მოსთხოვეს, მაგრამ როცა გაიგეს, რომ მხოლოდ 500 ლარი ჰქონდა, ჩეკი გამოწერეს 500 ლარზე. ადამიანი, რომელიც არის ძალიან კეთილი და რომელიც გასცემს უანგაროდ, რომელსაც ძალიან უყვარს საქართველო და ქუჩაში უბრალო “მათხოვრებს” 50 ლარს ურიგებს (ანუ მისთვის არც 500 ლარის გადახდა წარმოადგენს პრობლემას), არის ძალიან შეწუხებული და აღშფოთებული ბათუმში ერთდღიანი ვიზიტით და ამბობს, რომ ის მზად არის ყველას განუცხადოს ამის შესახებ. ის ფიქრობს, რომ მსგავსი რაღაც არცხვენს და სახელს ულახავს საქართველოს, რაც აუცილებლად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზეც”, – წერს ნათია ჯანჯღავა.

მომხმარებლის მიერ გავრცელებული ჩეკის ფოტოთი ირკვევა, რომ საუბარია კლუბზე “ეფესი”.

იტვირთბა....