ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიკროავტობუსი ქვეითს დაეჯახა

მიკროავტობუსი, რომელსაც ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები გადაჰყავდა, ლეჩხუმში ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა.

როგორც „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ლეჩხუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 3 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.   მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს ამბროლაურში ლენტეხიდან მხარდამჭერები ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენაზე გადაჰყავდა.

იტვირთბა....