ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შპს „თბი-2015“ – ის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი როგავა მისცა, რომელიც მიმალვაში იმყოფება და მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საქართველოში რუმინეთის რესპუბლიკიდან 206 697 ლარის ღირებულების სიგარეტის იმპორტი განახორციელა. საქონლის დეკლარირების დროს, როგავამ შემოსავლების სამსახურს მის მიერ გაყალბებული ოფიციალური დოკუმენტები წარუდგინა, თითქოს სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ჰქონდა კანონით განსაზღვრული აქციზისა და დღგ-ს გადასახადები, რის შემდეგაც, მოტყუებით გაიტანა იმპორტირებული საქონელი და მოახდინა მისი რეალიზაცია.
ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 584 146 ლარის ზიანი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალსიწინებს.