ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უბედური შემთხვევა სამტრედიაში: ერთი ძმა იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა

 

უბედური შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაისში. მდინარე გუბისწყალში 2 ახალგაზრდა დაიხრჩო. მეზობლების თქმით, ძმები 19 და 20 წლის ვანიკო და თემურ ვაშაკიძეები მდინარეში ბანაობდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იხრჩობოდა და მეორემ დახმარება სცადა, თუმცა ვერ შეძლო. ახალგაზრდების ცხედრები მაშველებმა ამოიყვანეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

იტვირთბა....