დღეს, 14:00 საათზე Courtyard Marriot-ში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ მართავს ღონისძიებას, რომელიც შეეხება წინა საარჩევნო პოლიტიკური პროექტის პრეზენტაციას – „Prem” (პოლიტიკური რეიტინგი ექსპერტებისგან „მეტრონომზე“).
„მეტრონომი“ ახორციელებს პროექტს სახელწოდებით: „Prem” (პოლიტიკური რეიტინგი ექსპერტებისგან „მეტრონომზე“). პროექტის მიზანია საზოგადოებას გააცნოს მიუკერძოებული, ავტორიტეტული ექსპერტების მიერ შეფასებული ქართველი პოლიტიკოსების ყოველთვიური რეიტინგი. 10 წინასწარ შერჩეული ექსპერტი ყოველი თვის ბოლოს (10-ბალიანი სისტემით) წინასწარ მომზადებული კრიტერიუმების მიხედვით, აფასებს არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს. ქულების დაჯამების შემდეგ ქვეყნდება ყოველთვიური რეიტინგი გაზეთ „მეტრონომის“ საიტზე და ხდება მისი ფართო სპექტრში გავრცელება (www.metronome.ge).
ღონისძიებაზე, სადაც მოხდება პოლიტიკური რეიტინგის შედეგების გამოცხადება, მოწვეულები არიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საელჩოების და მედიის წარმომადგენელთა ფართო სპექტრი.
ივლისის თვის რეიტინგი უკვე გამოქვეყნდა. უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ აქ