ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„კვირიკაშვილმა იცოდეს, რომ გიორგი შენგელაია მას გადაუვლის, ქუჩაში შემხვდება სადმე“

„კვირიკაშვილმა იცოდეს, რომ გიორგი შენგელაია მას გადაუვლის, პირდაპირ გეუბნები, ქუჩაში შემხვდება სადმე“- ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” საარჩევნო სიებთან დაკავშირებით რეჟისორებმა, ძმებმა ელდარ და გიორგი შენგელაიებმა, გაზეთ “რეზონანსში” წერილი გამოაქვეყნეს.  შენგელაიები იმ ადამიანებს ასახელებენ, რომლებიც მათი შეფასებით ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ. რეჟისორები  განსაკუთებით გურჯაანის მაჟორიტარ კანდიდატს დავით სონღულაშვილს აკრიტიკებენ.

“თელავში 5 აგვისტოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. მათ შორის გურჯაანის კანდიდატი დავით სონღულაშვილი, ახალგაზრდა კაცი, რომლის მამა იყო კახეთის გუბერნატორი შევარდნაძის, ბოლო დროის ყველაზე კორუმპირებული მთავრობის დროს. დავით სონღულაშვილის მამამ თავისი გუბერნატორობის დროს იყიდა ლაგოდეხის ნაკრძალის ნაწილი და ბევრი მიწები კახეთის სხვადასხვა რაიონებში. ალბათ ფულიც ბევრი იშოვა. თვითონ დავით სონღულაშვილმა მიიღო განათლება საზღვარგარეთ. კვირიკაშვილი ამისთანა შემთხვევებს განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას. იბადება შეკითხვა – რა ფულით ისწავლა სონღულაშვილმა საზღვარგარეთ, ალბათ მამამისის მითვისებული ხალხის ფულით. ჩვენის აზრით, პარლამენტში უნდა იყვნენ არა მარტო საზღვარგარეთ ნასწავლი ახალგაზრდები, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე ჭაღარა ხალხიც (შეხედონ ინგლისის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების პარლამენტებს). ჩვენ წარვუდგინეთ ბ/ნ კვირიკაშვილს ასეთი ხალხის სია და გიორგიმ გადასცა ეს სია გორში კვირიკაშვილს. ესენი არიან: ზურაბ აბაშიძე, პაატა ქურდაძე, პეტრე მამრაძე და იაგო კაჭკაჭიშვილი. შეისწავლონ ეს სია და დაიბარონ ისინი გასაუბრებაზე. გორში ჩვენი ლობირებული კანდიდატების სიის გადაცემისას კვირიკაშვილმა უთხრა გიორგის: “დაისვენეთ, ბატონო გიორგი, დაისვენეთო” (ანუ თავი დაგვანებეთო). გიორგის უნდოდა მისთვის თქმა, რომ ისვენებენ მხოლოდ საფლავში, მაგრამ გარშემო მყოფი გორელების მოერიდა. ჩვენ შევთავაზეთ კვირიკაშვილს, კალაძეს და გიორგაძეს აგრეთვე გურჯაანის რაიონიდან პარლამენტის მაჟორიტარულ კანდიდატად ელგუჯა გიორგაძე, რომელიც იყო 45 წლის განმავლობაში გურჯაანის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსი და ახაშნის მეურნეობის დირექტორი. გიორგი შენგელაია კახი კალაძეს ესაუბრა ტელეფონით და სთხოვა, რომ გაესაუბრათ ამ კაცთან, მაგრამ მას არ დაუძახეს და არ გაესაუბრნენ. არ დაგავიწყდეთ, რომ გურჯაანი იგივე საანდრონიკოა, ანუ დედაჩემის ნატო ვაჩნაძე-ანდრონიკაშვილის მამული. ჩვენ, როგორც დედას მემკვიდრეებს, რაღაცა გვეკითხება გურჯაანში. ჩვენ ავაშენეთ ფაქტობრივად მანდ დედას მუზეუმი და ხევისუბანში, სადაც ეს მუზეუმი დგას, ალაზნიდან მოვიყვანეთ სასმელი წყალი. გიორგი შენგელაია ელდარ შენგელაია” – ნათქვამია წერილში.

 

იტვირთბა....