aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ე.წ. კანონიერი ქურდის დავით ჩაჩიბაია-გერლიანის მიმართ სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა ძალაში დატოვა.

პროკურორის განცხადებით, 2-თვიანი წინასწარი პატიმრობის ამოწურვის შემდეგ აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების საფუძველი არსებობდა. კვლავ არსებობდა  მიმალვის და გამოძიებისათვის თავის არიდების საფრთხე.

ადვოკატების განმარტებით, ოთხი დღის განმავლობაში, რაც გერლიანი დაკავებამდე იმყოფებოდა საქართველოში, მას არანაირი დარღვევა არ ჩაუდენია, მას არ მიუღია მონაწილეობა ქურდულ გარჩევებში, არ ჰქონია კონტაქტი ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ პირებთან და ასევე არ უცდია ქურდული სამყაროსთვის რაიმე სარგებლობის მოტანა.

ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ ასევე უკანონოა ბრალდებები, რომ ის ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას. როგორც ისინი განმარტავენ, ბრალდებაში წერია, რომ ის დაახლოებით სამი საათი იდგა საზღვართან, მარნეულის ერთ-ერთ სოფელში, სადაც არანაირი შეზღუდვა არ იყო, არც სასაზღვრო ზოლი იყო და არც მესაზღვრეები და სამი საათის განმავლობაში ფიქრობდა გადაეკვეთა თუ არა საზღვარი. როგორც ადვოკატები აღნიშნავენ, იმ შემთხვევაში თუ გერლიანს ენდომებოდა ქვეყნიდან გაქცევა, ის სამი საათის განმავლობაში არ დაიწყებდა ფიქრს, რა გაეკეთებინა.

 

იტვირთბა....