ახალი ამბები ბიზნესი ეკონომიკა მთავარი

თხილის ფასი გაიზარდა

დღეს, ოზურგეთში,  ერთ კილოგრამი თხილი 4 ლარი და 10 თეთრი ღირს. გასულ კვირაში ფასი ყოველ დღე იმატებდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი არ აწეულა. თუმცა, ხალხი მაინც კმაყოფილია.  ამბობენ, რომ ჯერ თხილს გული ჯერ კიდევ ნედლი აქვს და წონაშიც მძიმეა. ვარაუდობენ იმასაც, რომ მალე, ქარხნების ამუშავების შემდეგ, თხილის ფასი, შესაძლოა, დაეცეს.

ზოგადად, თხილის ჩამბარებლები თუ მიმღები პუნქტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წელს თხილის  მოსავალი ყველგან მცირეა. ამიტომ, შესაძლოა, ფასმა უფრო მოიმატოს, ვიდრე ნავარაუდევი იყო.

ჯერჯერობით, არ მომხდარა თხილის ზომის და ხარისხის მიხედვით დაყოფა,  „ბერძნულა“ და გულშიშველა“  ერთნაირად  ფასობს   _ კილოგრამი 4 ლარი და 10 თეთრი.

წყარო: gurianews.ge

იტვირთბა....