28 წლის ქართველი ბიზნესმენის მიერ შექმნილმა სასმელმა „სავსემ“ დიდი ბრიტანეთი აღაფრთოვანა. გუკა თავბერიძე ლონდონში ცხოვრობს და არაერთი დასავლური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
როგორც BBC-ს გადაცემაში სტუმრობისას გუკა თავბერიძემ აღნიშნა, ნატურალური წვენს დედის რეცეპტით ამზადებს.
“30 წლის წინ, დედაჩემს, ფეხმძიმობის დროს რკინის ნაკლებობა აღმოაჩნდა. რის გამოც ექიმმა ისპანახის და ვაშლის წვენის მიღება ურჩია. ისპანახის გემოს გაბათილების გამო, დედამ სხვადასხვა ხილის შერევა დაიწყო, შედეგად კი ძალიან გემრიელი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო სასმელი მიიღო, რომელიც მთელი ოჯახის საყვარელ სასმელად იქცა და დღემდე ჩვენი ყოველდღიური რაციონის შემადგენელი ნაწილია“, – ამბობს გუკა თავბერიძე.
BBC-ს-თან საუბარში გუკამ აღნიშნა, რომ ბიზნესიდეა 2013 წელს დაებადა, ხოლო სახელზე დიდხანს არ უფიქრია და “სავსე” დაარქვა, რადგან ის მართლაც სავსეა ვიტამინებით.
http://2030.news/index.php?newsid=11808