ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში კლდე ჩამოინგრა

თბილისში, გოთუას 10 ნომერში კლდე ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ნაშალმა მასალამ საბავშვო ბაღთან მისასვლელი საავტომობილო გზა დააზიანა.

გოთუას 10 ნომერში მრავალფუნქციური კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებოდა სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელიც, რომელმაც ნგრევის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

მან კურიერთან საუბრის დროს მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და კლდის სრული ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს.

იტვირთბა....