ახალი ამბები მთავარი სპორტი

პირველი ქართული მედალი რიოში

ქართველმა ძიუდოისტმა, 24 წლის ლასა შავდათუაშვილმა კიდევ ერთხელ გაახარა საქართველო. მან პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ მოიპოვა ოლიმპიური მედალი.
2012 წელს – 66 კგ-ში მიღწეული ოლიმპიური ტრიუმფის შემდეგ, ლაშამ რიოში ბრინჯაოს მედალი ამჯერად -73 კგ-ში მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში მან ებრაელი საგი მუკი იპონით დაამარცხა.
ლაშამ მანამდე რეპეშაჟში რუსი მეტოქე დენის იარცევი ასევე სუფთად დაამარცხა. შავდათუაშვილმა პირველი ორი შეხვედრაც იპონით მოიგო, ხოლო მეოთხედფინალი იაპონელ მსოფლიო ჩემპიონთან ონოსთან ვაზარით დათმო.
აღსანიშნავია, რომ ლაშას მიერ მოპოვებული ბრინჯაო საქართველოსთვის რიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალია.
დღეს, საქართველოს სახელით ტატამზე ჩვენი ნაკრების ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოვა.

იტვირთბა....