aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოტოციკლეტისტი ადგილზე დაიღუპა: ვაჟა-ფშაველაზე მოტოციკლეტი ქალს დაეჯახა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 30 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი, ქალბატონს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ქალბატონი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით მისი მდგომარეობა მძიმეა.

“მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება 275-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

bike4

bike3

bike5

bike7

იტვირთბა....