თუ ვალი ნოტარიულად, ორი მოწმის თანხმლებით არ გაქვთ დამომწებული და ისე, ნდობის საფუძველზე გაეცით, შესაძლებელია მისი დაბრუნება? ამ თემაზე „იმედის“ ეთერში ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი საუბრობს.
სამოქალაქო კოდექსის განმარტებით, სესხი ზეპირი ფორმით იდება. ეს ნიშნავს, იმას, რომ არ არის აუცილებელი ნოტარიულად დამომწებული წერილობითი ფორმა. ამგვარი თანხის გასესხების ფაქტი სხვადასხვა საშუალებით შეიძლება დამტკიცდეს:
1-მხოლოდ მოწმის (ორი ან სამის) ჩვენება, რომ ამ ფაქტს შეესწრო, საკმარისი არ არის. ასეთ დროს საჭიროა უბრალო ხელწერილი და ხელმოწერა, რომ ვალი ერთი პირისგან მეორემ აიღო. ხაზგასმით, ამ ხელწერილის ნოტარიულად დამტკიცება აუცილებელი არ არის (თუმცა, ზოგადად, სასურევლია).
2- ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ვალის გადაცემის ფაქტს, ან ვალის არსებობის ფაქტს. ეს კანონიერია, თუნდაც ფარულად იყოს მოპოვებული.
3-გაითვალისწინეთ, რომ სესხის ვადის ხანდაზმულობა მხოლოდ 3 წელია! ამ ვადის შემდეგ სესხის დაბრუნება სასამართლოს მიერ არ ხდება.
4-თუმცა, არსებობს ხანდაზმულობის ვადის აღდგენის მიზეზები: ეს საპატიო მიზეზებია, რის გამოც ვერ მიმართეთ სასამართლოს (ავადმყოფობა, მისამართის ინფორმაციის არ ქონა და სხვა). ამ დროს შესაძლებელია ხანდაზმულ ვალზე სასამართლოში დავა.