ახალი ამბები მთავარი

ოლიმპიადის განრიგი ქართველი სპორტსმენებისთვის

რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენები ძალას სპორტის 5 სახეობაში მოსინჯავენ. ოლიმპიადაში დღეს ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მოცურავე თეონა ბოსტაშვილი, მშვილდოსნები ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე და ქრისტინე ესებუა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვებიან.
განრიგი (თბილისის დროით):

17:00-20:00 საათი, რეპეშაჟი, ნახევარფინალი – 22:30, ფინალი – 00:20 – ვაჟა მარგველაშვილი, ძიუდო;

17:00 საათი, ფინალი 22:30 – ნინო სალუქვაძე, ტყვიის სროლა;

16:00 საათი, მეოთხედფინალი – 21:00, ფინალი – 23:39 – ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, მშვილდოსნობა;

20:56 საათი – თეონა ბოსტაშვილი, ცურვა;

22:30 საათი – ნიკოლოზ ბასილაშვილი, ჩოგბურთი.

იტვირთბა....