გერმანიის ქალაქ ზაარბრუკენში, ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული და დასისხლიანებული მამაკაცი შეიჭრა, -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თავდამსხმელმა ადგილზე მყოფ პირებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. მედიის ინფომრაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ, დაწესებულების თანამშრომელია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ასევე ფსიქოლოგები, რომლებიც მასთან მოლაპარაკებას ცდილობენ.
გერმანული გამოცემა bild პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ მამაკაცი ადგილობრივია და მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.