ახალი ამბები მთავარი

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება აღარ მიმდინარეობს

პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ სამ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა:

„საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეული დეტალები დასაზუსტებელი იყო, რაც ამ ეტაპისთვის ვერ დაზუსტდა. აქედან გამომდინარე, საპროცესო შეთანხმებები ამ ეტაპზე მიღწეული არ არის და ამ ეტაპზე არც მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
მოხდება თუ არა ბრალდებულებთან ხელახალი მოლაპარაკებების წარმოება საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, პროკურორმა აღნიშნა, რომ ამაზე წინასწარ ვერ ისაუბრებს.

 

იტვირთბა....