ახალი ამბები მთავარი

“საქართველო დასავლური ქვეყანაა, საქართველო არის ევროპა”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე, მეთიუ ბრაიზამ “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან საუბარში საქართველოსა და აშშ-ს პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა:

“ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ NATO-სკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.

პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.

საქართველო დასავლური ქვეყანაა, საქართველო არის ევროპა, შეხედეთ მის გეოგრაფიულ მდებარეობას, ისტორიას და კულტურას, ეს ევროპული ქვეყანაა. იმედი მაქვს, ამ ისტორიის გაგრძელება არ იქნება ის, რომ საქართველო ამ ევროპულ ისტორიაზე, ევროპულ ამბავზე ხელს ჩაიქნევს. ვფიქრობ, 10-15 წელიწადში საქართველოს ამბავი იქნება ის, რომ საქართველო ძლიერ შეარყია რუსეთის აგრესიამ, რომ დროებით დაკარგა ტერიტორიები, მაგრამ დროთა განმავლობაში “სტრატეგიული მოთმინების” პოლიტიკამ და დასავლეთში გამოფხიზლებამ საქართველოს ახალი შანსი მისცა, საქართველო ამ შანსს იყენებს და თავის კურსს უბრუნდება. დღეს წარმოუდგენელია იმის განჭვრეტა, თუ როდის იქნება საქართველო ევროპის კავშირის ან NATO-ს წევრი, მაგრამ მე არ მეეჭვება, რომ წევრობის მიუხედავად, საქართველოს კავშირები ორივე ორგანიზაციასთან იქნება უფრო მყარი.

გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ომის შედეგები უარყოფითია, ტრანსატლანტიკურმა საზოგადოებამ პრეზიდენტ პუტინს მესიჯი გაუგზავნა, რომ მას ეპატიებოდა საქართველოში შეჭრა და რომ რუსეთს პასუხისგება არ მოუწევდა. სწორედ შეერთებული შტატების და მისი ევროპელი მოკავშირეების მხრიდან სათანადო პასუხის ნაკლებობამ პირდაპირ გამოიწვია პუტინის მილიტარისტული შეჭრა უკრაინაში. ასეთია რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი.

დასავლეთი სათანადოდ მტკიცე არ იყო, რამაც რუსეთის ქმედებები წაახალისა. მაგრამ მტკიცე იყო საქართველოს სამხედრო პასუხი რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის ჯარმა სერიოზული ზარალი განიცადა, რამაც შემდგომში პუტინს რუსეთის სამხედრო სფეროს უფრო სიღრმისეული და სისტემური რეფორმისკენ, ასევე საბრძოლო შეიარაღების გაზრდისკენ უბიძგა.

თვალშისაცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, ნატოსადმი მხარდაჭერა საქართველოში ისევ ძლიერია, შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამავდროულად, უფრო ხშირად გვხვდება საქართველოს გეოგრაფიის მიღება, იმის მიღება რომ საქართველო რუსეთის მეზობელია, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ სურს. ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევროატლანტიკური კურსი, ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობაში, განცხადებები, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაშია. მაგრამ ნატოსკენ და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცრიდა. პერიოდულად გვესმის მთავრობის წარმომადგენლებისგან, რომ ზოგიერთები ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებას განიხილავენ, ხშირად ამ განცხადებებს შესწორებები ახლავს, რაც კარგია. მაგრამ უნდა ითქვას, რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს”,- აცხადებს ბრაიზა.

იტვირთბა....