ახალი ამბები მთავარი სამართალი

რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს, თემურ ფიფიას,  აღმკვეთი ღონისძიების სახით 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

„მე არ ვარ კმაყოფილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რადგან არჩევენ მხოლოდ იმ დანაშაულს, რომელიც მე ჩავიდინე, მაგრამ საერთოდ მხედველობის გარეშე რჩება დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ე.წ. დაზარალებულმა. რომელიც შემოიჭრა იქ, სადაც ყრილობას ვატარებდით და ჩაგვიშალა ყრილობა,“ – აცხადებს თემურ ფიფია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა ჟურნალისტი რომან ქევხიშვილიც.

„მაშინ, როდესაც პუტინის მთავარი მოკავშირე სოლოლაკის შუშის სასახლეში არის განთავსებული, მე არაფერი მიკვირს დღეს ქართლი ოცნებისგან. ქართულ ოცნებასა დ ბიძინა ივანიშვილს ჯიბეში უზის პროკურატურა და სასამართლო და ეს არის ძალადობის წახალისება,“ – აცხადებს რომან ქევხიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა. სოციალისტური საქართველოს ყრილობაზე ჟურნალისტს ფიფიამ დასწრების უფლება აუკრძალა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მორიგი სასამართლო პროცესი 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

იტვირთბა....