საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, უშბაზე 4 უცხოელი მთასვლელი დაიღუპა.
მთამსვლელების სამძებრო სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებელ მოსპობას გულისხმობს.
ამ ეტაპზე ცხედრების თბილისში გადმოსვენება მიმდინარეობს.