ოკუპირებული სამხრეთ ოსეთში დღეიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება, -ინფორმაციას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტულ რეჟიმზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, ცხინვალში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის „ქართული აგრესიის“ წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება.
ადმინისტრაციული საზღვარი 9 აგვისტოს, დილის 09:00 საათიდან გაიხსნება.