საფრანგეთში, ერთ-ერთ ბარში მომხდარი ხანძრის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, – ამის შესახებ BBC იუწყება.
შემთხვევა ქალაქ რუანის ბარში გუშინ გვიან ღამით მოხდა, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა. ხანძრის ჩაქრობაში 50-ზე მეტი მეხანძრე მონაწილეობდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაწყებულია მომხდარის გამოძიება. ინციდენტის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.