დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, რომ იგი არის ნიკა გვარამიას შვილის ნათლია და ფიქსირდება თუ არა ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტი, როცა მისი მონაწილეობით სასამართლოს კოლეგია განიხილავს “რუსთავი 2” – ის საქმეს.
მოსამართლე, მაია კოპალეიშვილმა თავი აარიდა კითხვაზე პასუხის გაცემას. თუმცა, მოგვიანებით, თავად ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რომ მაია კოპალეიშვილი ნამდვილად არის მისი ქალიშვილის, ქეთევან გვარამიას ნათლია. მისი თქმით, უხერხულია, როცა მოსამართლე ამბობს, რომ დედა არ არის ოჯახის წევრი, საუბარი დავიწყოთ იმაზე, რომ ნათლიაა ოჯახის წევრი.