aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რეზი არველაძემ “ქართულ ოცნებას” 24 000 ლარი ჩაურიცხა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ „ქართული ოცნებას“ ივლისში 24 000 ლარი ჩაურიცხა.

ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ,  არველაძე გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა ლევან კობიაშვილმა რამდენიმე ხმით გაიმარჯვა. არველაძე მაშინ  არჩევნების მიმდინარეობისას ხელისუფლებას დელეგატების ზეწოლაში ადანაშაულებდა, ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს კი კობიაშვილის ლობირებაში.

რაც შეეხება სხვა შემომწირველებს, მმართველ პარტიას ივლისის თვეში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა კანდიდატებმა კობა ნარჩემაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ და გრიგოლ ლილუაშვილმა პარტიას ჯამში 135 000 ლარი შესწირეს.

„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ქუთაისში კობა ნარჩემაშვილმა პარტიას 55 000 ლარი ჩაურიცხა, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა კი 20 000 ლარი. რაც შეეხება ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატ ელგუჯა გოცირიძეს, მან პარტიას 60 000 ლარი ჩაურიცხა.

იტვირთბა....