ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ ფეთულა გიულენს თურქეთს არ გადასცემს

თურქეთის სამხედრო გადატრიალებაში ბრალდებულ ფეთულა გიულენს აშშ ოფიციალურ ანკარას არ გადასცემს, რადგან თურქეთმა ბრალდების დამადასტრუებელი ფაქტები ვერ წარადგინა, -ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული,  ამერიკული და თურქული მხარე გიულენის ექსტრადიციაზე მსჯელობდნენ, თუმცა ანკარამ ამერიკელი მაღალჩინოსნები გიულენის გადაცემის აუცილებლობაში ვერ დაარწმუნა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები  ფეთულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა.

 

იტვირთბა....