აშშ-ის კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ საქართველოს შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით: „რვა წლის წინ, რუსეთმა დაარღვია ჩვენი უმნიშვნელოვანესი მოკავშირის – საქართველოს სუვერენიტეტი.“
როგორც კინზინგერმა განაცხადა, არაფერი შეცვლილა რუსეთის ქმედებებსა და მისი სამხედროების აგრესიულ მოქმედებაში, თუმცა ქართული დემოკრატია მაგალითს იძლევა რეგიონში, რაც კონტრასტს ქმნის რუსეთის მზარდ ავტორიტარულ მმართველობასთან:
“როგორც აღმოსავლეთ ევროპის სხვა რეგიონებში, განსაკუთრბით კი უკრაინაში ვხედავთ, ვლადიმერ პუტინის საომარ ქმედებებს საზღვარი არ აქვს. რუსეთ-საქართველოს ომის ამ მერვე წლისთავზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიულ მოკავშირეებთან გვერდიგვერდ დადგეს, რათა დიქტატორ პუტინის შემდგომი აგრესია ავიცილოთ თავიდან”, – განუცხადა მან “ამერიკის ხმას”.