ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კოსოვოს პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს

კოსოვოს პარლამენტის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს. შედეგად, შენობა უმნიშვნელოდ დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, -ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ინციდენტი მთავრობის წინადადების შემდეგ მოხდა, როცა  ჩერნოგორიასთან საზღვრის თაობაზე ხელშეკრულების რატიფიცირება განიხილეს. ამ საკითხზე პარლამენტში კენჭისყრა მომავალ კვირას უნდა გაიმართოს.

ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კოსოვოს მოსახლეობა ევროკავშირში ჩასვლას უვიზოდ შეძლებს. ხელშეკრულება კოსოვოს ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს, ვინაიდან ამ დოკუმენტის მიხედვით, კოსოვომ ჩერნოგორიას 8 ათასი ჰექტარი მიწა უნდა გადასცეს.

იტვირთბა....