ფოთში ჭავჭავაძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორსართულიანი სახლი დაიწვა. “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მის ჩასაქრობად სამი სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.