ათი ქვეყანა, რომლიდანაც წლის პირველ შვიდ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი სტუმარი შემოვიდა:
აზერბაიჯანი – 0.85 მილიონი, ზრდა +15%
თურქეთი – 0.77 მილიონი, ზრდა +1.5%
სომხეთი – 0.71 მილიონი, კლება -0.8%
რუსეთი – 0.53 მილიონი, ზრდა +10.3%
უკრაინა – 92 ათასი, ზრდა +24.3%
ირანი – 61 ათასი, ზრდა +82%
ისრაელი – 46 ათასი, ზრდა +69%
ყაზახეთი – 27 ათასი, ზრდა +35%
პოლონეთი – 23 ათასი, ზრდა +5%
გერმანია – 20 ათასი, ზრდა +4%
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 7 თვეში 3 400 335 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. წლევანდელი წლის პირველ კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 354 მილიონი დოლარია, რაც 15,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით“ – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ძირითადად, მუდმივი ზრდა გვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან – აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან. „ტურიზმის სფეროში კარგი ზრდა გვაქვს ასევე ირანიდან, აქ რამდენიმე ასეული პროცენტია ტურიზმის ზრდის მაჩვენებელი. გარდა ამისა, კარგი ზრდა გვაქვს არაბთა გაერთიანებული საემიროებიოდან და მიმდებარე ქვეყნებიდან. „ფლაი დუბაი“, პრაქტიკულად, სამჯერ დაფრინავს ყოველდღე და სულ დატვირთულია“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.