ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი სამართალი

თელავში „სოციალისტური საქართველოს” წევრმა ჟურნალისტს ხელი დაარტყა (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=NWR2J5ISDD4

„ახალი საქართველოსა” და ახალი პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“ წევრები თელავში, ერეკლე მეორის სასახლესთან, ვალერი კვარაცხელიას „სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ შეკრებას აპროტესტებენ. პროტესტის გამო თელავში  სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” ყრილობა ჩაიშალა.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ყრილობის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტ რომან ქევხიშვილს სახეში გაარტყა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. შსს-ს ინფორმაციით საქმეზე გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ცემას გულისხმობს.

“მე მოვედი მაისურით, რომელზეც საბჭოთა სიმბოლიკა არის გადახაზული. ეს პუტინის მონები სწორედ ამ მაისურით გაღიზიანდნენ. მითხრეს, რომ შენობაში არ შევსულიყავი. სიტყვიერი დაპირისპირება იყო და მოულოდნელად ფიზიკურად შემეხნენ. ქართველის ხელით პუტინმა და კომუნისტურმა პარტიამ შემომაწნა სილა.” – ამბობს ქევხიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შს სამინისტროს მიმართა, კახეთში კომუნისტური სიმბოლიკის გამოყენება არ დაუშვა. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თუ ყრილობაზე გამოიყენებენ კომუნისტურ სიმბოლიკას, სამართალდამცავები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

იტვირთბა....