ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

ბათუმში მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს (ვიდეო)

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ პარტია ‘’ჩვენი სამშობლოს“ მიერ აქცია მოეწყო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი ღვთისმსახურის ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს, -ინფორმაციას 2030.news ავრცელებს.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეკრებილმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ “ფაშისტი” ნაცმოძრაობის წევრები არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ. “ცოცხებს უკეთებდით ადამიანებს და კლავდით, სისხლისმსმელებო”,-  ამ შეძახილით მოუკიდეს აქტივისტებმა ცეცხლი ფიტულებს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი სკანდირებდნენ “მოღალატეებო”. ნაცმოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებს ხელმღვანელობდა ტრისტან წითელაშვილი და გია კორკოტაშვილი, რომლებსაც ისინი „პუტინის მონებს“ ეძახდნენ.

აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე სიტუაციას  საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. სავარაუდოდ დაკავებულია ერთი ადამიანი.“-ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....