ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა“: რა გახდა ბათუმში 19 წლის ბიჭის ზღვაში დახრჩობის მიზეზი

 

19 წლის დათა მღებრიშვილის სიკვდილის მიზეზი, რომლის ცხედარიც ბათუმში, ზღვაში იპოვეს, დადგენილია, – ამის შესახებ  ჟურნალ „სარკესთან“ მისი მეგობრები საუბრობენ. მათი თქმით,  გავრცელებული ინფორმაცია, რომ დათამ თავი მოიკლა, არასწორია:

„თამო, დათას მეგობარი: დათას ერთი წელი ვიცნობდი. ძალიან მხიარული, თბილი ადამიანი იყო. გართობა ძალიან უყვარდა. ხშირად არ ვნახულობდი, რადგან ბევრი მეგობარი ჰყავდა, თუმცა ყველასთვის სათანადოდ ანაწილებდა დროს. სულ უნდოდა, მელაპარაკა, ღამე გვიან დამირეკავდა ხოლმე, თამო, მელაპარაკეო.

რა იცით, რა შეემთხვა დათას?

– ზღვაში შევიდა და, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გული გაუსკდა. ცურვა არ იცოდა, თან ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ამბობენ, შესაძლოა თავი მოიკლაო. “ფეისბუქზეთავისი ფოტოც აქვს დადებული, რომელსაც აწერია სიყვარული“. ბევრს გაუჩნა ეჭვი, რომ წინასწარ გეგმავდა ამას

– არ ვიცი, არ მინდა ის ვიფიქრო, რასაც ყველა ფიქრობს. დათას იმდენად უყვარდა ცხოვრება, მეგობრები, გართობა, არ მგონია ეს განზრახ გაეკეთებინა ან შეიძლება არ მინდა, მეგონოს.

რამე პრობლემა ხომ არ ჰქონდა თქვენს მეგობარს?

– არანაირი პრობლემა არ ჰქონია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს, უზრუნველყოფილი იყო ყველაფრით.

ვინ არიან მისი ოჯახის წევრები?

– დედა, მამა და ორი უფროსი და. სახლიდან ყოველ დილით ისე არ გავიოდა, დედისთვის რომ არ ეკოცნა, არ დამშვიდობებოდა. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დათამ განზრახ ჩაიდინა.

დათას მეგობარი: მე და დათა მესამე კლასიდან ერთად მოვდიოდით. ფაქტობრივად სულ ერთად ვიყავით. ძალიან სხვანაირი იყო, ყველაფრის თქმა პირდაპირ იცოდა.

მამა თეიმურაზის მრევლი იყო. მამა თეიმურაზი ახლა ძალიან ცუდადაა. მათ ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მოძღვარი ყველანაირად ედგა გვერდში. ერთი პერიოდი დათა სტიქაროსანიც იყო. გავრცელდა ინფორმაცია თითქოს დათამ გოგოს გამო მოიკლა თავი. ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავი კი არ მოიკლა, გული გაუსკდა. მით უმეტეს, გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა.“

იტვირთბა....