საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის დასასწრებად ეწვივნენ. დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის და მაკა ჩიჩუას შეხვედრა საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან, პრეზიდენტი და პირველი ლედი ასევე ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც დაესწრებიან. საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებთან ერთად დაესწრება.
გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.
რიოს ზაფხულის 39-ე ოლიმპიური თამაშები სტარტს 5 აგვისტოს აიღებს. საქართველოდან სპორტის 13 სახეობიდან 40-მა სპორტსმენმა, მათ შორის 9 ქალმა, ოლიმპიადის საგზური მოიპოვა.