“საკონსტიტუციო რევოლუცია სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ განაცხადა.
გოგუაძემ ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ წევრებს უპასუხა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშულებენ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ჯერ საერთო სასამართლოები დაიმორჩილა, ახლა კი ცდილობს დაიმორჩილოს საკონსტიტუციო სასამართლო.
„კონსტიტუციური რევოლუცია მოახდინა სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ჯერ დაიმორჩილა საერთო სასამართლოები და ჩააბარა ლევან მურუსიძეს. ამით კონსტიტუცია დაარღვია და დამოუკიდებელი სასამართლოს ნაცვლად მორჩილი სასამართლო მივიღეთ და ახლა კონსტიტუციურ რევოლუციას უწყობენ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც ზუსტად ისევე იმორჩილებს ხელისუფლება, როგორც პირველი ინსტანცია დაიმორჩილა“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.