https://www.youtube.com/watch?v=Dr9Jct_ALjg
ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტში. გაერთიანებული ემირატების ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე ავარიულად დაეშვა, გადაბრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
Reuters-ის ცნობით ბორტზე 275 მგზავრი იმყოფებოდა და მათი თვითმფრინავიდან ევაკუაცია დროულად განხორციელდა. დაშავებულების და გარდაცვლილების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.
თვითმფრინავი რეისს ინდოეთიდან ასრულებდა.