რიოს ზაფხულის 39-ე ოლიმპიური თამაშები სტარტს 5 აგვისტოს აიღებს. საქართველოდან სპორტის 13 სახეობიდან 40-მა სპორტსმენმა, მათ შორის 9 ქალმა, ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს.
რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების განრიგი ასე გამოიყურება:
რიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს, რიოს დროით 20:00 საათზე(თბილისის დროით 6 აგვისტოს 03:00 საათზე) გაიმართება. თუმცა მანამდე მშვილდოსნები ერთმანეთს სარეიტინგო რაუნდში შეეჯიბრებიან.
თბილისის დროით 20:00 საათზე ქართველი მშვილდოსნები, ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე სარეიტინგო რაუნდში იაპარეზებენ.
6 აგვისტოს შეჯიბრში ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი, ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთვებიან.
ძიუდოში -60 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ტყვიის სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტით სროლაში თბილსიის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 22:30 საათზე.
ჩოგბურთის პირველი წრე, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს მონაწილეობას თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
7 აგვისტოს ქართველი მშვილდოსნები, ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე გუნდურ ასპარეზობაში გამოვლენ, ასევე იასპარეზებენ ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მოცურავე თეონა ბოსტაშვილი და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი.
ძიუდოში -66 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ტყვიის სროლაში საკვალიფიკაციო ეტაპი სპორტული პისტოლეტით სროლაში თბილსიის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 22:30 საათზე.
მშვილდოსნობაში მერვედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, მეოთხედფინალური – 21:00 საათზე, ხოლო მედლისთვის ბრძოლისთვის შეხვედრები 23:39 საათიდან დაიწყება.
ცურვაში საკვალიფიკაციო ეტაპი თბილსის დროით 20:48 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 05:24 საათზე დაიწყება.
ჩოგბურთის პირველი წრე თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
8 აგვისტოს მშვილდოსნები, ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი და ჩოგბურთელები იასპარეზებენ.
მშვილდოსნობაში ინდივიდუალური შეხვედრების 1/32 და 1/16 ფინალები თბილსის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ძიუდოში -73 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილსისი დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ჩოგბურთის მეორე წრე თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
9 აგვისტოს მშვილდოსნები, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი, მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და ჩოგბურთელები იასპარეზებენ.
მშვილდოსნობაში ინდივიდუალური შეხვედრების 1/32 და 1/16 ფინალები თბილსის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ძიუდოში -81 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილსის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ცურვაში საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 20:48 საათზე დაიწყება.
ტყვიის სროლაში პნევმატური პისტოლეტით საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის 16:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 20:30 საათზე.
ჩოგბურთის მეორე წრე თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
10 აგვისტოს რიოში ტყვიის მსროლელები, მშვილდოსნები, ძიუდოისტები, ვარლამ ლიპარტელიანი და ესტერ სტამი, ჩოგბურთელები, მოფარიკავე სანდრო ბაზაძე და მოცურავეები იასპარეზებენ.
ტყვიის სროლაში პნევმატური პისტოლეტით ცოტნე მაჭავარიანი იასპარეზებს. შეჯიბრის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, ფინალები კი 19:00 საათზე.
მშვილდოსნობაში ინდივიდუალური შეხვედრების 1/32 და 1/16 ფინალები თბილსის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ძიუდოში კაცებში -90 კგ. და ქალებში -70კგ. წონით კატეგორიებში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილსის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ჩოგბურთის მესამე წრე თბილისის დროით 17:45 საათზე დაიწყება და 06:00 საათამდე გაგრძელდება.
ფარიკაობაში საკვალიფიკაციო ეტაპები თბილსის დროით 20:15 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 03:15 საათზე.
ცურვაში ფინალური შეხვედრები თბილსის დროით 05:24 საათზე დაიწყება.
11 აგვისტოს შეჯიბრში იასპარეზებენ მშვილდოსნები, ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი და ჩოგბურთელები.
მშვილდოსნობაში საკვალიფიკაციო, მერვედ, მეოთხედ და ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მედლისთვის ბრძოლისთვის შეხვედრები კი 23:27 საათიდან დაიწყება.
ძიუდოში -100 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილსის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ჩოგბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.
12 აგვისტოს შეჯიბრში მონაწილეობას ძიუდოისტი ადამ ოქრუაშვილი, ბატუტზე მხტომელი, ლუბა გოლოვინა, მძლეოსნობაში სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა და ჩოგბურთელები იასპარეზებენ.
ძიუდოში +100 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო და მეოთხედფინალური შეხვედრები თბილსის დროით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე გაგრძელდება. რეპეშაჟსა და ნახევარფინალში გადასული ძიუსოიტები კი 22:30 საათიდან იასპარეზებენ. ფინალური შეხვედრები კი 00:20 საათიდან დაიწყება.
ბატუტზე ხტომაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 22:45 საათზე.
მძლეოსნობაში, სიგრძეზე ხტომაში საკვალიფიკაციო ეტაპები თბილისის დროით 04:20 საათზე დაიწყება და 05:30 საათამდე გაგრძელდება.
ჩოგბურთში ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.
13 აგვისტოს ოლიმპიურ თამაშებში ძალოსანი გიორგი ჩხაიძე ჩაერთვება, ასევე იასპარეზებენ მძლეოსნები სიგრძეზე ხტომაში და ჩოგბურთელები.
ძალოსნობაში B ჯგუფის შეხვედრები, სადაც გიორგი ჩხაიძე იასპარეზებს თბილისის დროით 22:30 საათზე, A ჯგუფის შეხვედრები კი 02:00 საათზე დაიწყება.
მძლეოსნობაში სიგრძეზე ხტომაში ფინალური შეხვედრები თბილსის დროით 03:50 საათზე დაიწყება.
ჩოგბურთში მესამე ადგილისთვის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.
14 აგვისტოს შეჯიბრში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც საქართველოს სახელს ზურაბ დათუნაშვილი დაიცავს. ჩოგბურთელები კი ფინალურ შეხვედრას ითამაშებენ.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 75 კგ. წონით კატეგორიაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილსის დროით 17:00 საათზე დაიწყება. რეპეშაჟები 23:00 საათზე დაიწყება, მედლისთვის ბრძოლაში შეხვედრები კი 01:00 საათზე.
ჩოგბურთში ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.
15 აგვისტოს მძლეოსანი სამხტომში ლაშა თორღვაიძე და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები რობერტ კობლიაშვილი და იაკობ ქაჯაია იასპარეზებენ.
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 85კგ. და 130 კგ. წონით კატეგორიებში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო რეპეშაჟები 23:00 საათზე. მედლისთვის ბრძოლაში შეხვედრები 85 კგ. წონით კატეგორიაში 00:00 საათზე, ხოლო 130 კგ. წონით კატეგორიაში 01:00 საათზე დაიწყება.
მძლეოსნობაში სამხტომში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.