ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ძეგლის დადგმა მხოლოდ პირის გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით ზღვარი წესდება.

კერძოდ, გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მემორიალური დაფის განთავსება, ხოლო გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე განიხილება საკითხი ძეგლის დადგმის შესახებ.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, დეპუტატებმა დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესში შესატან ცვლილებებზეც იმსჯელეს.

“კერძოდ, მემორიალური დაფის ან ძეგლის განთავსებასთან დაკავშირებით წესდება გარკვეული ზღვარი, რომლის მიხედვითაც, გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ შესაძლებელი იქნება მემორიალური დაფის განთავსება, ხოლო გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე განიხილება საკითხი ძეგლის დადგმის შესახებ”.-ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....