ზუგდიდის ცენტრში ცეცხლი ერთ-ერთ ბენიზინგასამართ სადგურზე 50 ტონიან საწვავის ავზს გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ბენიზინგასამართი სადგურის მახლობლად ურნაში გადაგდებულ სიგარეტს უკავშირდება. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ბენზინმზიდი საცავში საწვავს ცლიდა.
სახანძრო სამსახურმა ცეცხლის ჩაქრობა და მასშტაბური აფეთქების თავიდან აცილება დროულად შეძლო. ტერიტორია სპეციალური ხსნარით დამუშავდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.