გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტან კაპანაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინათინ ხიდაშელის მსგავსად, ადასტურებს, რომ სამართალდამცველებს ქონდათ ინფორმაცია არსებული კანონდარღვევის თაობაზე. საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „პოსკრიპტუმის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
„ჩემთვის აღნიშნული შემთხვევა თავის დროზე ცნობილი იყო. შესაბამისად, კომპეტენტური ორგანოები სწავლობდნენ ამ საკითხს. მე არ მეხება გამოძიება, მე მეხება შეიარაღებული ძალების მართვა. ასეთ დარღვევებს თუ არდარღვევებს, გამოიძიებენ შესაბამისი ორგანოები,“ – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კანაპაძემ.
გუშინ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრამა თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ არსებული კანონდარღვევის თაობაზე მასალები, პროკურატურაში უკვე გადაგზავნილი იყო, როდესაც ის ჯანელიძის შემდგომ, მინისტრად დაინიშნა.