წალკაში მომხდარ მკვლელობასთან სავარაუდო კავშირში ყოფილი პარლამენტარია. როგორც „მეტრონომის“ ადგილობრივმა წყარომ წალკიდან აცნობა, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ყოფილი „მოქაკავშირელია“, რომელსაც უფლებამოსილება 2008 წელს შეუწყდა.
შეგახსენებთ, რომ წალკის რაიონში სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი. დავა, სავარაუდოდ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, ორი, განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ეჭვმიტანილები დაკავებულები არიან.
“სისხლიან გარჩევას წალკის რაიონის სოფელ ნაზდევანში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა, დაჭრილია 45 წლამდე მამაკაცი, ხოლო დაშავებულია 15 წლის მოზარდი, რომელსაც სავარაუდოდ მანქანა დაეჯახა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება”, – აღნიშნა “მოამბის” ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვისას.