“რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი მედიას უკრაინაზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. საუბარია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუზე. რესპუბლიკელების კანდიდატმა განაცხადა, რომ თუ ის პრეზიდენტი იქნება, რუსეთი უკრაინაში აღარ შეიჭრება.
ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ არ გამორიცხავს ნახევარკუნძული რუსეთის ტერიტორიად აღიაროს.
„ვაპირებ, განვიხილო ეს საკითხი. მე როგორც ვიცი, ყირიმელ ხალხს რუსეთთან ყოფნა ურჩევნია და ესეც უნდა გაითვალისწინო”.-განაცხადა ტრამპმა.
მის ამ განცხადებებს შეერთებულ შტატებში მკაცრი კრიტიკა მოჰყვა.