გარუჯვის ტენდენცია მეოცე საუკუნის 50-იან წლებიდან იღებს სათავეს. ამ პერიოდიდან ის დაბალი კლასისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად აღარ ითვლება.
როგორ შეიძლება მივიღოთ რუჯი უსაფრთხოდ? ამ თემაზე „პირველი არხის“ სტუმარმა, დერმატოლოგმა, ცირა ლეონიძემ ისაუბრა:
1- მზის სხივები ორგანიზმისთვის აუცილებელია, რადგან ის D ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუმცა ზომიერების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
2- მიუღებელია რუჯის მიღებისას დამატებითი საშუალების გამოყენება, როგორიც არის ზეთები, ალკოჰოლური სასმელი თუ სხვა.
3- როცა ადამიანს ხალები აღენიშნება, აუცილებლად მზის დამცავის ხმარებაა საჭირო. ამავდროულად, ხალების გარეშეც სასურველია მზისგან დამცავის გამოყენება.
4-მზეზე ყოფნისას ქუდი აუცილებლად გამოიყენეთ.
5- დღის 11-დან 5 საათამდე კანს დამწვრობისგან არანაირი დამცავი არ იცავს, ამიტომ ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ რუჯი.