ჟურნალისტი ირაკლი კორძაია სოციალურ ქსელში პიარტექნოლოგის ანატოლი მოტკინის საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს და მას საშიშ ადამიანად მოიხსენიებს.
„საქართველოში მეტად საშიში ადამიანია ჩამოსული, ანატოლი (ტოლია) მოტკინი. პიარტექნოლოგია, როგორც წესი, მისი ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში წყლის ამღვრევას ემსახურება.
ხომ არ იცით ვინმემ რამე?“- წერს კორძაია.
ისრაელის მედიის ცნობით, ანტოლი მოტკინი მინსკში 1976 წელს დაიბადა. იგი ემიგრაციაში 90-იან წლებიდან მოყოლებული ისრაელში იმყოფება. კარიერა დაიწყო, როგორც ჟურნალისტმა. მან დააფუძნა ერთ-ერთი სარეკლამო სააგენტო. არის პიარტექნოლოგი და დაკავებულია პარტიების საარჩევნო კამპანიების პიარით. მოტკინი დაახლოებულია რუს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკისთან. 2005 წელს მოტკინი დაუახლოვდა ბადრი პატარკაციშვილს, შემდეგ კი მისი თანაშემწე გახდა და ხელმძღვანელობდა მის საარჩევნო კამპანიას. 2008 წელს ბადრი პატარკაციშვილის მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ, მედიის ინფორმაციით, მოტკინს პატარკაციშვილის დეიდაშვილთან, ჯოზეფ კეისთან და სხვა ნათესავებთან მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტი ჰქონდა. მოტკინს ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.