ახალი ამბები მთავარი სამართალი

გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა შესაძლოა გადაიდოს

ყოფილი მერის გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შესაძლოა გადაიდოს. სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული, თუმცა როგორც ცნობილია, რამდენიმე მოსამართლე უარს ამბობს დაესწროს დღევანდელ პროცესს. მოსამართლეთა პროტესტის გამო, სხდომის გადადებას გიგი უგულავას იურისტი საბოტაჟის მცდელობად აფასებს.

„თუ ამ პროცესზე მოსამართლეებმა უარი განაცხადეს გამოცხადებაზე ეს იქნება საბოტაჟი, საქართველოს, დემოკრატიის წინააღმდეგ. იმედი მაქვს, რომ თავიანთ კანონმდებლობით და კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ, ნათლად გააცნობიერებენ და ამ ანტიკონსტიტუციურ, ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს საბოლოოდ არ გადადგამენ,“ – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ მოსამართლეები დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ და პროცესი გაიმართება.

„მსგავსი რამ მსოფლიო სამართალწარმოების პრაქტიკას, ისტორიას არ ახსოვს და მინდა იმედი ვიქონიო, საქართველო არ იქნება ამაში პირველი და სამარცხვინო ფურცელს თავად მოსამართლეები არ ჩაწერენ არა საქართველოს, არამედ, მსოფლიო სამართალწარმოების ისტორიაში და საკონსტიტუციო სასამართლოს დიდ ბოქლომს არ დაადებენ.“ – აღნიშნავს ლევან სამუშია.

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატები კი იმედოვნებენ, რომ მოსამართლეები დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებენ და პროცესი გაიმართება. მათივე თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს წარდგენილი სარჩელის გამოცვლის თაობაზე გაკეთებული განცხადებები.

 

იტვირთბა....