https://www.youtube.com/watch?v=GKbCPcYWBkg
სირიაში რუსული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ვერტმფრენს ცეცხლი ამბოხებულებმა იდლიბის პროვინციაში გაუხსნეს.
ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია. მომხდარი დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყების ინფორმაციით, ეკიპაჟმა ვერტმფრენით ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაიტანა და ჰმეიმის ბაზაზე ბრუნდებოდა, როდესაც ცეცხლი გაუხსნეს.