თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 31 ივლისს, თბილისში, სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14:00 საათიდან თაბუკაშვილის ქუჩის ერთი მონაკვეთი – ლაღიძის ქუჩიდან ელბაქიძის დაღმართის მიმართულებით – ორმხრივად დაიკეტება. 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირი დაიკეტება ერთი მიმართულებით – თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნისკენ. ასევე, სრულად დაიკეტება ვარდების მოედანი. თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირისკენ მოძრავი ავტომანქანები იმოძრავებენ პუშკინის ქუჩის გავლით სასურველი მიმართულებით“- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.